დიდი სცენა

როგორც გენებოთ
უილიამ შექსპირი, რეჟისორი ლევან წულაძე

 

უილიამ შექსპირი
როგორც გენებოთ

 

ადაპტირების ავტორი ლაშა ბუღაძე

რეჟისორი ლევან წულაძე

კომპოზიტორი ვახტანგ კახიძე

მუსიკალური გამფორმებელი ზურაბ გაგლოშვილი

ქორეოგრაფი გიორგი მარღანია

კოსტიუმების მხატვარი ნინო სურგულაძე 

რეჟისორის ასისტენტი ნინო ჟორჟოლიანი

 

მონაწილეობენ:

ონისე ონიანი - ლე ბო

როლანდ ოქროპირიძე - ჩარლი / ამიენსი

ზურაბ ბერიკაშვილი - სილვიუსი

ნიკა კუჭავა - ორლანდო

დავით ხურცილავა - კორინი

ბესო ბარათაშვილი - ჰერცოგი ფრედერიკი / ყოფილი ჰერცოგი

მალხაზ აბულაძე - თაჩსთოუნი

ნიკოლოზ თავაძე - ოლივერი

თამარ ბუხნიკაშვილი - ფებე

ნატა მურვანიძე - ჟაკი

ქეთევან ცხაკაია - ადამი

ქეთევან შათირიშვილი - როზალინდა

ნატო კახიძე - სელია

მანანა კოზაკოვა - ოდრი

 

წელს ქართული ენა პირველად გაიჟღერებს გლობუსის სცენაზე.

2012 წელს ლონდონის გლობუსის თეატრში 37 ენაზე ამეტყველდება შექსპირი. თუმცა ეს არ იქნება თეატრალური ბაბილონი, აქ ყველაფერი ერთ Deus Ex Machina-ს დაემორჩილება - უილიამ შექპირს, რადგან აქ ყველაფერი შექსპირის კანონებით, შექპირის ენით იმოქმედებს.

ერთ-ერთი ამ 37 ენიდან ქართულია. მარჯანიშვილის თეატრი გლობუსის სცენაზე წარმოადგენს შექსპირის ყველაზე უფრო უცნაურ პიესას - “როგორც გენებოთ”: ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ მტრობენ და იყვარებენ ერთმანეთს ღვიძლი ძმები, როგორ მოულოდნელად იცვლება ადამიანთა ცხოვრება ერთი შეხედვით ამოუცნობი მოვლენების გამო; ამბავს ტყეში მიმოფანტული წმინდანების, შეყვარებულების, გარეული მხეცებისა და კაცად გადაცმული თამამი ქალწულების შესახებ. მაშინ, როდესაც ქართველები ქართულ ენაზე აამეტყველებენ შექსპირს, გლობუსი ერთ დიდ უსიერ ტყედ გადაიქცევა - გაჩერდება დრო და აღარაფერი იქნება მნიშვნელოვანი, გარდა იმ ამბისა, რომელშიც შექსპირი შეგვიტყუებს, შეგვიტყუებს, როგორც ტყეში. ამბობენ, რომ ეს პიესა, ერთი მხრივ, ყველაზე “არაშექსპირული” პიესაა, მეორე მხრივ კი, თითქოს და შექსპირის ყველა მომდევნო პიესის საწყისია აქ გაბნეული - თითქოს დრამატურგის მომავალ პიესათა ვარიაციაა. აქ აღმოაჩენთ ჰამლეტის ორეულებს, “ზაფხულის ღამის სიზმრის” მელანქოლიურ გმირებსა და პროსპეროს მსგავს იდუმალ, ბრძენ და ნახევრადღვთაებრივ არსებებს. ეს პიესა ერთდოულად შუასაუკუნეების მისტერიასაც მოგვაგონებს, ქალაქის მოედანზე გათამაშებულ თოჯინურ ბუფონადასაც და ფილოსოფიურ თუ ფსიქოლოგიურ დრამასაც. ამ პიესიდან, როგორც სარკიდან, ისე მოჩანს არისტოფანე, დანტე, და ასე განსაჯეთ, ჩეხოვიცა და ბრეხტიც კი.

ლაშა ბუღაძე


სპექტაკლი ორ მოქმედებად

ხანგრძლივობა - 130 წუთი

ბილეთის ფასი:

პარტერი - 16 ლარი / 14 ლარი

აივანი - 10 ლარი / 8 ლარი / 6 ლარი